fbpx
საბერძნეთი

“თუ არ გინდა, რომ აიცრე, სახლში დაჯექი! ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს” – მიტროპოლიტი ხრისოსტომოს დოდონის

მიტროპოლიტმა, ხრისოსტომოს დოდონიმ, ტელეკომპანია ΑΝΤ-თან საუბრისას ხაზგასმით განაცხადა, რომ სასულიერო პირების მოწოდება მრევლის მიმართ, რომ არ გაიკეთონ ვაქცინა, აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია. მან ასევე კომენტარი გააკეთა ვალდებულების დაწესებაზე.

“მოძღვრები უნდა იყვნენ ვაქცინირებულნი პირველ რიგში იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვან და შემდეგ უკვე დანარჩენები. წარმოუდგენელია ვაქცინაციის იგნორირება, ეს მეცნიერების უძლიერესი იარაღია პანდემიასთან საბრძოლველად. 

მაგალითად, არ შეიძლება, რომ ექთანი ამბობდეს უარს აცრაზე. თუ არ გინდა აცრა, სახლში დაჯექი, რადგან დეზინფორმაციას ჰყვები!

ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს მათთვისაც, ვინც ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს ანუ მუშაობს საჯარო სექტორში,” აცხადებს მიტროპოლიტი.

მედიის მიერ ცნობილი გახდა ისიც, რომ კორონავირუსი დაუგინდა პანდემიის კატეგორიულად უარმყოფელ მიტროპოლიტს. საუბარია ეტოლიასა და აკარნანიას მიტროპოლიტზე.

onalem

ტესტ