fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ანტონის რემოს-ივონი ბოსნიაკი: ხელის თხოვნა ალპების მთებში

ცნობილი მომღერლის, ანტონის რემოს პირად ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე, კურსეველის მთებში დადგა. მან თავის მეორე ნახევარს ხელი სთხოვა.

როგორც უკვე იცით, 29 დეკემბერს კურსეველში, ანტონის რემოს დაუვიწყარი კონცერტი გაიმართა, სადაც ბერძნული საზოგადოება იყო შეკრებილი. მის გვერდით იყო ივონი ბოსნიაკიც. კურორტი კურსეველი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია საფრანგეთში და აქ მდებარე სასტუმროებში ერთი ღამის გატარება ათასობით ევრო ღირს.

მომღერალმა ქალს, რომელთანაც ათწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, უთხრა ცოტა ხნით გარეთ გაჰყოლოდა და თოვლში, კურსეველის თვალუწვდენელი მთების გარემოცვაში, ცოლობა სთხოვა.

მათი ქორწილი, სავარაუდოდ, ზაფხულში, კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე გაიმართება.

onalem

ტესტ