fbpx
საბერძნეთი

ამინდი უარესდება – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გაფრთხილებას აგზავნის კონკრეტულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მისამართით, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით.

დღეს საღამოდან ხვალამდე ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაზე. ხვალ საღამოდან ფენომენი გაძლიერდება თესალიაში, სპორადესზე, ევიასა და აღმოსავლეთ პელოპონისოზე, კიკლადესზე და ღამით უკვე ატიკის რეგიონშიც.

სამინისტროს გაფრთხილება მოიცავს შემდეგს:

  1. მოერიდეთ არააუცილებელ გადაადგილებას, თუ შენიშნავთ, რომ არსებობს დატბორვის საფრთხე.
  2. უსაფრთხო ადგილას გადაიტანეთ ნივთები, რომლებიც შესაძლოა ძლიერმა ქარმა დააზიანოს.
  3. მოერიდეთ ისეთი საქმიანობის წარმოებას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ (მეხის დაცემის საშიშროება, წყლის არხებთან მუშაობდა ა.შ.)
  4. უზრუნველყავით ცხოველების უსაფრთხოება, ვინაიდან მათთვის სეტყვა დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
  5. მოერიდეთ ისეთ ადგილებში გავლას, სადაც ჩამოკიდებულია დიდი ტრაფარეტები და დიდი ზომის სხვა საგნები, ვინაიდან არსებობს მათი ჩამოცვენის საფრთხე.
  6. მიჰყევით ხელისუფლების მიერ მიცემულ მითითებებს, საგზაო წესებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მომენტში.

onalem

ტესტ