fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში სურსათის კონტროლის სააგენტო რუსული არყის გაყიდვიდან ამოღებას ითხოვს

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად რუსული არყის გაყიდვიდან ამოღებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული წარმოების პროდუქტი შეიცავს ალერგენულ ინგრედიენტს, კერძოდ, რძეს, რომელიც ეტიკეტზე არ არის მითითებული.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ინგრედიენტის შესახებ არ არის აღნიშნული ბერძნულ ენაზე მოცემულ ეტიკეტზე, ხოლო უცხოენოვან ეტიკეტზე აღნიშნულია. აქედან გამომდინარე სააგენტო მისი გაყიდვიდან ამოღებას მოითხოვს, ხოლო ადამიანებს,  რომელთაც შეძენილი აქვთ ეს პროდუქტი, მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ ის, თუ აქვთ ალერგიული რეაქცია აღნიშნული ინგრედიენტის მიმართ.

საუბარია არაყზე შემდეგი დასახელებით “PARLIAMENT”, რომელსაც საბერძნეთის ბაზარზე აწარმოებს კომპანია Food and Drinks Import – Σ. Λαζόπουλος & ΣΙΑ Ε.Ε.

 

onalem

ტესტ