fbpx
საბერძნეთი

“თუ ვაქცინირებულებს ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ, ხარჯს თავად დაფარავენ” – იკონომუ

ახალი არ არის, რომ მომდევნო დღეებში საბერძნეთის მთავრობამ შესაძლოა გამოაცხადოს ზომები, რომლებიც სადღესასწაულო პერიოდში ტესტირებას უკავშირდება.

იანის იკონომუს განცხადებით, აღნიშნული ცვლილება შეეხებათ როგორც აუცრელებს, ასევე აცრილებს და თუ გადაწყვეტილება მიიღება, ტესტის გაკეთების საფასურს ვაქცინირებული მოსახლეობაც თავად დაფარავს.

“სადღესასწაულო სეზონიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ზომებისა და ღონისძიებების კონკრეტული ჩარჩო. კომიტეტი შეიკრიბება და რეკომენდაციების საფუძველზე მთავრობა გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

არ არსებობს მოსაზრება ჰორიზონტალური ჩაკეტვის შესახებ, კარანტინი გამოირიცხება. ტესტირების ვალდებულება თუ იარსებებს, ეს განსაზღვრული იქნება ვაქცინირებულებისთვისაც. დიაგნოსტიკა ასეთ პერიოდებში უმნიშვნელოვანესია. 

ომიკრონის ვარიანტი ახლა მსოფლიო შეშფოთების საგანია და არა მხოლოდ საბერძნეთის. ამჟამინდელი მიზანია რაც შეიძლება მეტი დროის მოგება, ვაქცინაციის გააქტიურება და სადღესასწაულო სეზონზე ვირუსის გავრცელების პრევენცია.

ძალიან ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოიქცნენ და მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის ბრძოლას.”

onalem

ტესტ