fbpx
საბერძნეთი

ხუთშაბათს, 8 თებერვალს, ათენის ცენტრი გადაკეტილი იქნება – შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც

ხუთშაბათს, 8 თებერვალს, ათენის ცენტრში დიდი საპროტესტო აქციაა მოსალოდნელი, რაც გამოიწვევს გზების გადაკეტვასა და ცვლილებებს საჯარო ტრანსპორტის მოძრაობაში.

როგორც მედია იუწყება, მოსალოდნელია სტუდენტების საპროტესტო აქცია, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები არა მხოლოდ ათენიდან, არამედ საბერძნეთის სხვა ქალაქებიდანაც და მობილიზაცია იქნება მასშტაბური.

დემონსტრანტები გააპროტესტებენ საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გათანაბრების საკითხს.

როგორც მედია იუწყება, გადაიკეტება ათენის ცენტრალური გამზირები, სინდაღმა და პანეპისტიმიუს ტერიტორია. აქცია დაიწყება 11:00 საათიდან, შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული შეზღუდვები, რომლებიც ცნობილი გახდება ხვალ საღამოს ან ზეგ დილისთვის.

საჯარო ტრანსპორტი, ჩვეულებრისამებრ, შეიცვლის მარშრუტს და თავს აარიდებს იმ გზებზე გადაადგილებას, რომლებიც დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ