fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 26 გრადუსი დაფიქსირდა – თებერვლის ტემპერატურამ თავის რეკორდს მიაღწია

ბერძენი სინოპტიკოსები საბერძნეთში მიმდინარე დღეებში თბილ ამინდებს გვპირდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ტემპერატურამ თავის რეკორდს მიაღწია მიმდინარე თვეში.

არსებული მონაცემების მიხედვით, გუშინ, 6 თებერვალს, საბერძნეთში ჰაერი 26 გრადუსამდე გათბა, რაც აღნიშნული თვისთვის მეტად უჩვეულოა. მსგავსი ამინდები ფიქსირდება გაზაფხულის სეზონზე და იშვიათად ზამთარში.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მზიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება, ხვალიდან იწვიმებს მხოლოდ ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთითა და დასავლეთით. მიუხედავად ამისა ტემპერატურის კლება არ არის მოსალოდნელი და იმერყევებს 18-დან 20 გრადუსამდე.

ნახეთ, სად დაფიქსირდა გუშინ ყველაზე მაღალი ტემპერატურა:

onalem

ტესტ