fbpx
საზოგადოება

“67 წლის ვარ, დრო გავაჩერე, პლასტიკური ოპერაციების მომხრე ვარ” – ანჟელა დიმიტრიუ

ანჟელა დიმიტრიუმ ტასოს ტრიფონოს გადაცემაში თავის პირად ცხოვრებაზე, შემოსავლებსა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აღიქვამს წლების მატებას.

“უკვე 4 წელია მარტო ვარ და არ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია. როგორც ქალმა ჩემი ციკლი დავასრულე. მირჩევნია მყავდეს მეგობრები, ოჯახი, ვიდრე პარტნიორი, რომელიც ვერ გამიგებს. სწორ პარტნიორს ჯერ ის უნდა უყვარდეს, რაც მე შევქმენი და შემდეგ მე, ოჯახი, კარიერა. 

ჩემს ხელში ბევრმა ფულმა გაიარა. მძულდა ფული, რადგან როცა სხვამ იცის, რომ ეკონომიკურად კარგად ხარ და სწორედ ამიტომ გიახლოვდება, აი იქ იწყება ფულის სიძულვილიც.

რაც შეეხება წლების მატებას, მშვენივრად ვარ. დრო გაჩერებული მყავს. თავს ვუვლი და პლასტიკური ოპერაციების მომხრე ვარ, რადგან თავს უკეთესად მაგრძნობინებენ. 67 წლის ვარ და ამის თქმის პრობლემა არ მაქვს,” ამბობს დიმიტრიუ.

onalem

ტესტ