fbpx
საზოგადოება

კაროლაინის ოჯახი სახლს ალონისოზე ნახევარ მილიონ ევროდ ყიდის – მისი დედ-მამა საბერძნეთს საბოლოოდ ტოვებს

ბაბის ანაგნოსტოპულოს მიერ მოკლული კაროლაინ ქრაუჩის ოჯახი საბერძნეთს საბოლოოდ ტოვებს. როგორც მედია იუწყება, პატარა ლიდია ფილიპინებში იმყოფება და კაროლაინის დასთან იზრდება, რომელიც მეუღლესთან ერთად, სურვილს გამოთქვამს, რომ დისშვილი იშვილოს, რათა მამის გვარი აღარ ჰქონდეს და შესაბამისად, აღარც არანაირი კავშირი გოგონას მკვლელის ოჯახთან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დეივიდ ქრაუჩი ალონისოზე მდებარე სახლს ყიდის, სადაც კაროლაინი გაიზარდა. ეს არის კერძო სახლი, 3 საძინებლით, რომლის ფართობიც 150 კვადრატული მეტრია და 2.000 წელს არის აშენებული. ქონება 500.000 ევროდ იყიდება.

კაროლაინის დედას, ქ-ნ სუზანას, დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ მუდმივად პილიფინებში იყოს და მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოდის ხოლმე საბერძნეთში. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ოჯახს უკვე აღარანაირი სურვილი არ აქვს ამ ქვეყანასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. სწორედ ამიტომ საკუთარ სახლსაც ყიდის, რომ საბერძნეთი საბოლოოდ დატოვოს.

onalem

ტესტ