fbpx
საბერძნეთი

პატისიონი: პოლიციელებმა საკუთარი კოლეგა დააკავეს, რომელმაც ხალხის დასაშლელად ჰაერში სამჯერ ისროლა

დღეს ათენის ტექნიკური უნივერსიტეტის წინ პოლიცია და ანარქისტების ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეპიზოდები იმდენად სერიოზულ დაძაბულობაში გადაიზარდა, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა ჰაერში სამჯერ ისროლა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

ანუ პოლიციის ოფიცრებმა, ფაქტობრივად, საკუთარი კოლეგა დააკავეს, რადგან როგორც თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, მას სროლის მიზეზი არ ჰქონდა და შეეძლო სამსახურეობრივი იარაღის გამოყენება თავიდან აეცილებინა.

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანარქისტებმა ოფიცრები მანქანაში მოამწყვდიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ იმ მომენტში ისროლა ერთ-ერთმა ოფიცერმა, ვინაიდან მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა, მისი ორი კოლეგის მსგავსად.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ.

onalem

ტესტ