fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის რესტორნები და ბარები ჯავშნებით გადაივსო – მეპატრონეებს ახალი ზომების “ეშინიათ”

GRTimes.gr იუწყება, რომ თესალონიკში არსებული ტავერნების, რესტორნებისა და ბარების პერსონალი ზარებს ვეღარ უმკლავდება. ძალიან ბევრი ჯავშანი არსებობს შობის ღამისთვის, თუმცა, იგივე რაოდენობა ჯერჯერობით არ ფიქსირდება 31 დეკემბრისთვის.

როგორც სარესტორნო სფეროს დაწესებულებათა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხალის ეპიტროპიდი აცხადებს, მოთხოვნა ჯავშნებზე საკმაოდ დიდია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უთანაბრდება 2019 წელს (ანუ ბოლო წელს, როდესაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იყო ღია).

მისი განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებათა მფლობელებს აქვთ შიში, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომების გამო კლიენტთა გარკვეულ რაოდენობას დაკარგავენ. ამ დროისთვის საკმაოდ არის გაზრილი ვაქცინირებულ კლიენტთა რაოდენობა. ისინი, ვინც აუცრელები არიან, გაკეთებული აქვთ სწრაფი ტესტი და მხოლოდ გარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დასხდომა, ამჯობინებენ, რომ ადგილები წინასწარ დაჯავშნონ.

ახალი ზომა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს აკისრებს ვალდებულებას, გაიკეთოს სწრაფი ტესტი, განურჩევლად იმისა, არის თუ არა აცრილი, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს კლიენტთა რაოდენობაზე, ვინაიდან ისინიც, ვისაც არ აქვს მიღებული ვაქცინა, იძულებული იქნებიან გაიკეთონ ტესტი. მაგრამ რამდენი მათგანი ისურვებს ამის გაკეთებას, სადავოა.

onalem

ტესტ