fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა – დააკავეს 22 წლის მგზავრი

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თესალონიკის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც ირკვევა, საუბარია რეისზე ლონდონი-პაფოს, რომელიც დროულად გამოფრინდა და დანიშნულების ადგილასაც ჩვეულებისამებრ ჩავიდოდა, რომ არა ერთ-ერთი მგზავრი.

არსებული ცნობებით, 22 წლის ბრიტანელმა ბორტზე დიდი ქაოსი გამოიწვია, ყვიროდა ეკიპაჟის წევრებისა და სხვა მგზავრების მიმსართულებით და სახიფათოდ გადაადგილდებოდა მთელ თვითმფრინავში. მისი დამშვიდება ვერ მოხერხდა, რის გამოც, პილოტმა გასცა ბრძანება, ხომალდი უახლოეს აეროპორტში დაშვებულიყო.

გამომდინარე იქიდან, რომ მას “მაკედონიის” აეროპორტიდან დაშვების უფლება დაუდასტურეს, ხომალდი უსაფრთხოდ დასვა, 22 წლის ბრიტანელი კი დააკავეს.

 

onalem

ტესტ