fbpx
საზოგადოება

სალამინა: პიტბულის ჯიშის ძაღლი მოხუცს თავს დაესხა და სამი თითი მოაგლიჯა

საზარელი შემთხვევა სალამინაში მოხდა, სადაც პესნიონერმა მამაკაცმა თავისი ძაღლი ერთ ჩვეულებრივ საღამოს სასეირნოდ გაიყვანა.

მამაკაცი საახლოებით 19:00 საათისთვის გამოვიდა გარეთ და რამდენიმე წუთში მათ წინ დიდი ზომის პიტბული გაჩნდა, რომელიც მის ძაღლს დაესხა თავს. მოხუცი პანიკაში ჩავარდა და თავისი პატარა ძაღლის დასახმარებლად მივიდა, შედეგად კი, პიტბული კიდევ უფრო გაავდა და მასაც უბკინა, უფრო ზუსტად რომ თქვათ, სამი თითი მოაგლიჯა.

მამაკაცმა შველა ითხოვა და ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა როგორც სასწრაფო დახმარება, ასევე პოლიცია. მალევე მიაგნეს პიტბულის პატრონს, რომელიც დააკავეს. ის აცხადებს, რომ ვერ გაიგო, როგორ გავიდა სახლის ეზოდან მისი ძაღლი და ვარაუდობს, რომ რომელიღაც მეზობელმა განზრახ გააღო კარი.

მძიმედ დაშავებული პენსიონერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ცნობილი გახდა, დაკარგული თითების ადგილას, იმპლანტებს ჩაუდგამენ.

onalem

ტესტ