fbpx
საბერძნეთი

“თურქეთი ეგეოსის კუნძულებზე შეჭრით იმუქრება და ზღვარს სცდება, ამის შესახებ მოკავშირეებს ვაცნობებთ” – საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერდოღანის განცხადებებს ზღვარგადასულს უწოდებს და აცხადებს, რომ ანკარას პროვოკაციების შესახებ მოკავშირეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც ირკვევა, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ღიად დაიმუქრა ეგეოსის კუნძულებზე შეჭრით, ამ კონკრეტულ ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ათენი და პასუხობს, რომ მსგავსი განცხადება ღრმად აღმაშფოთებელია და ამის შესახებ მოკავშირეები ინფორმირებულები იქნებიან. ამასთანავე, ნატოსთან მიმართებაში ბერძნული მხარე აცხადებს, რომ უკვე აშკარაა, ვინ აძლიერებს ალიანსს მიმდინარე კრიზისის ფონზე და ვინ ქმნის უფრო მეტ დაძაბულობას რეგიონში.

“ბერძნებო, გადახედეთ ისტორიას. თუ უფრო შორს წახვალთ, მძიმედ დაგიჯდებათ. საბერძნეთისთვის მხოლოდ ერთი გვაქვს სათქმელი: ნუ დაივიწყებთ სმირნას (ამჟამად იზმირი). როცა დრო მოვა, იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. როგორც ამბობენ, ერთ ღამეს, შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ,” ასეთი იყო ერდოღანის განცხადება.

 

onalem

ტესტ