fbpx
საბერძნეთი

დააკავეს საბერძნეთის ფოსტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან 20.000 ევრო მოიპარა და ამტკიცებდა, რომ გაქურდეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა, სადაც საბერძნეთის ფოსტის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა პოლიციას შეატყობინა, რომ გასულ ოთხშაბათს, როდესაც სამსახურის მანქანით 20.000 ევრო გადაჰქონდა, უცნობი პირები წამოეწივნენ, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ და ეს თანხა წაართვეს. მისი მტკიცებით, დამნაშავეები მოცოტიკლით მოძრაობდნენ, მთლიანად იყვნენ შენიღბულები, შლემებს ატარებდნენ და ვერანაირად ვერ ამოიცნობდა.

როდესაც გამოძიება დაიწყო, გაირკვა, რომ არ არსებობდა არანაირი ძარცვა და რომ თანხა თავად თანამშრომლის მოპარული იყო ფილიალიდან. როდესაც მას უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს, მამაკაცმა აღიარა, რომ ძარცვის სცენარი თავად შეთხზა. საბოლოოდ კი, პოლიციას იმაზეც მიუთითა, თუ სად ჰქონდა 20.000 ევრო, რომელიც სამსახურიდან აიღო.

მამაკაცის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ცრუ ჩვენების მიცემისა და სამსახურეობრივი უფლებების ბოროტად გამოყენების მუხლით.

onalem

ტესტ