fbpx
საბერძნეთი

ნაპოვნია სრულიად დამწვარი 7 ადამიანი, ვპოულობთ სხეულის ნაწილებს და არა მთლიანად ცხედრებს – სამაშველო სამსახურის მძიმე საქმე

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი შეჯახების შედეგად 7 ადამიანის ცხედარი სრულიად დაიწვა, რაც შეეხებათ გაუჩინარებულებს, ვინაიდან პოულობენ სხეულის ნაწილებს და არა მთლიანად ცხედრებს, ჯერჯერობით შეუძლებელია გაირკვეს, თუ ვინ არიან ისინი. ამისთვის საჭიროა დნმ-ის ანალიზების აღება და მათ ნათესავებთან შედარება.

მაშველები ერთ-ერთი უმძიმესი სამუშაოს შესრულების წინაშე დგანან, მიუხედავად პროფესიონალიზმისა, ისინიც ადამიანები არიან და ემოციების შეკავება ძალიან რთულია, როდესაც ამხელა ტრაგედიას და განადგურებულ ოჯახებს უყურებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, შეგროვებულია 20 ჩანთა, რომლებშიც სხეულის ნაწილებია მოთავსებული.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ასაკის გარდაცვლილი, რაც მაშველებმა ამოიყვანეს, 60 წლის მამაკაცია, ხოლო ყველა დანარჩენის ასაკი 19-დან 15 წლამდეა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პროკურორის წინაშე წარსდგა სადგურის თანამშრომელი, რომელსაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ