fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

იოანინაში სექსუალური მანიაკი დააკავეს

პოლიციის მიერ იოანინაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ქალებს აშინებდა.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, 25 წლის მამაკაცი თავს 13 ქალსა და ერთ არასრულწლოვან გოგონას დაესხა, რომელიც 14 წლისაა.

დამნაშავე თავდასხმებისას ხელთათმანებს იყენებდა, რათა თითის ანაბეჭდები არ დაეტოვებინა. Espresso-ს ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი საბერძნეთის პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო, ვინაიდან მანამდე მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკების მოხმარება, ქურდობა და ყაჩაღობა.

ორშაბათს საღამოს, ახალგაზრდა მამაკაცი ქალს აედევნა, პოლიცია მათ გაჰყვა და დაინახეს, რომ მოულოდნელად ქალს თავს დაესხა. პოლიციამ ის დაუყოვნებლივ დააკავა.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ მის მიერ არჩეული გოგონების უმრავლესობა სახლში მარტო ბრუნდებოდა. ის მათ მიჰყვებოდა, თუმცა, გოგონები ხელიდან უსხლტებოდნენ.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მის მიერ განხორციელებული 14 თავდასხმა დაფიქსირდა. აქედან ერთ შემთხვევაში ის 14 წლის გოგონას აედევნა. თუმცა, პოლიცია ფიქრობს, რომ მამაკაცის მსხვერპლი ქალების რაოდენობა გაცილებით მეტია, უბრალოდ ისინი პირადი მიზეზების გამო გამოძებასთან თანამშრომლობას თავს აიდებენ.

onalem

ტესტ