fbpx
საბერძნეთი

“ჩვენ 5 მილიონიანი ბარიერი გავარღვიეთ” – კირიაკოს მიცოტაკი ოპერაცია “თავისუფლების” წარმატებაზე

კირიაკოს მიცოტაკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც საუბრობს საბერძნეთში ოპერაცია “თავისუფლების” წარმატებაზე.

“ჩვენ სწრაფი ტემპით ვგარძელებთ მიზნისკენ სვლას. მიზანი კი თავისუფლებაა. გუშინ საბერძნეთმა 5.000.000-იანი ბარიერი გაარღვია, ვაქცინაციის მხრივ. 3.280.000 ადამიანს მიღებული აქვს ვაქცინის პირველი დოზა მაინც, ხოლო 1.810.000 ვაქცინირებულია ორივე დოზით,” წერს მიცოტაკი.

ამრიგად, ამ მომენტისთვის ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია 5.012.666 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს ვართ იმუნიტეტის კედლის აშენებასთან, რაც თავისუფლების გარანტორი იქნება ზაფხულისთვის.

 

 

onalem

ტესტ