fbpx
საბერძნეთი

ავღანელი გოგონა მორიას ბანაკიდან, რომელმაც ამერიკის სკოლაში სტიპენდია მოიპოვა

არეზუ მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც მის ოჯახს სამშობლოს მიტოვება და ავღანეთიდან წამოსვლა მოუწია. ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო და სწორედ მაშინ დაიწყო ლტოლვილობის ურთულესი წლები.

ავღანელთა ოჯახი ჯერ თურქეთში ჩავიდა, ხოლო შემდეგ იქიდან საბერძნეთში, კუნძულ ლესვოსზე ჩამოაღწიეს და მორიას ბანაკში ცხოვრობდნენ.

ამდენი სირთულის მიუხედავად, არეზუ ახლა საკუთარი ოცნებების ახდენის გზას ადგას. გოგონას დედამ დააგზავნა წერილები ათენში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, კითხვით, სად შეიძლებოდა მის გოგონას განათლება მიეღო, გარდა საბერძნეთისა, პასუხად კი, ამერიკის საელჩოსგან მიიღო იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელშიც ბედი შეიძლებოდა ეცადათ.

რამდენიმე გამოცდისა და ინტერვიუს შემდეგ არეზუ ბოსტონის საერთაშორისო სკოლაში მოხვდა და სტიპენდია მოიპოვა. გოგონა იქ 5 წლის მანძილზე ისწავლის.

უნიჭიერესმა ბავშვმა უკვე 5 ენა იცის: ფარსი, დარი (სპარსული), ინგლისური, თურქული, ბერძნული.

რაც ყველაზე მეტად გულისამაჩუყებელია, გოგონა ამბობს: “თუ სხვა ენები არ იცი, არაუშავს, შეგიძლია გულის ენა გამოიყენო. გულის ენა ყველამ ვიცით. მეც, როცა თურქეთში ჩავედი, არ ვიცოდი თურქული, მაგრამ ვსაუბრობდი გულის ენით.” დიახ, ეს ამ პატარა გოგონას სიტყვებია.

onalem

ტესტ