fbpx
საბერძნეთი

რომელ კვირა დღეს იქნება საბერძნეთში მაღაზიები ღია?! გადაწყვეტილება ისევ შეიცვალა

როგორც ცნობილია, საბერძნეთში მაღაზიებს 6 ნოემბერს უნდა ემუშავათ, მაგრამ მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო, გადაწყდა, რომ ისინი დაკეტილი დარჩებოდნენ და იმუშავებდნენ ამ კვირას, 13 ნოემბერს. ირკვევა, რომ სავაჭრო პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ შეცვალა.

საბოლოო ინფორმაციით, მაღაზიები არც 13 ნოემბერს არ იმუშავებს და ღია იქნება 27 ნოემბერს, ვინაიდან აღნიშნულ კვირაში უწევს “შავი პარასკევიც” და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მაღაზიებისთვის, რომ ფასდაკლებებით სარგებელი მიიღონ.

მუშაობის გრაფიკი განისაზღვრება 11:00-დან 20:00 საათამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაღაზიების ხელმძღვანელობისთვის არ არის სავალდებულო იმუშაონ კვირა დღეს, ეს იქნება ნებაყოფილობითი. რომელი მაღაზიის ხელმძღვანელობაც გადაწყვეტს, რომ დაწესებულება გახსნას, შეუძლია იმუშაობს 11:00-დან 20:00 საათამდე.

onalem

ტესტ