fbpx
საბერძნეთი

გაფიცვის გრაფიკი კვლავ შეიცვალა: ნახეთ, რა როგორ იმოძრავებს 9 ნოემბერს?!

ხვალ, 9 ნოემბერს, ათენში გადაადგილების თვალსაზრისით საკმაოდ რთული დღე გველის. როგორც ირკვევა, შეიცვალა გაფიცვის გრაფიკი და აუცილებელია, მოსახლეობა სწორად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ტრანსპორტის რომელი სახეობა რა საათებში იმუშავებს.

კერძოდ, ხვალ, ოთხშაბათს:

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ მხოლოდ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ტრამვაი იმუშავებს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე.

მეტროს 1-ლი ხაზი (ილეკტრიკო-ტრენო) იმუშავებს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები იმუშავებენ 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ტაქსები 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ.

onalem

ტესტ