fbpx
საბერძნეთი

ათენი: სიძემ პატარძალი ქორწილში მიატოვა, შემდეგ მეორედ დაგეგმეს და არც მეორედ მივიდა

გავრცელებული ინფორმაციით, უჩვეულო შემთხვევა ათენში, კერძოდ, პერისტერში მოხდა. წყვილი მერიაში უნდა დაქორწინებულიყო და პატარძალი ჩვეულებრივად მივიდა დათქმულ დროს ადგილზე, თუმცა, რამდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სიძე საერთოდ არ აპირებდა საკუთარ ქორწილში მისვლას და საცოლე მიატოვა.

ამ ამბის შესახებ მომღერალმა, გიორგოს ცალიკიმ ისაუბრა, რომელიც პერისტერის მერის მოადგილეა და ბევრი წყვილი დაუქორწინებია.

როგორც ცალიკი ამბობს, ყველაფერი აქ არ დასრულებულა, ორ კვირაში წყვილი ისევ შერიგდა, ქორწილი ხელმეორედ დაიგეგმა, მაგრამ სიძე ისევ არ გამოჩნდა…. პატარძალი მეორედაც მიატოვა…

 

onalem

ტესტ