fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მოკრივე მამამ საავადმყოფოში “გაგზავნა” 47 წლის მამაკაცი, რომელმაც მისი 13 წლის შვილი სექსუალურად შეავიწროვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა. 13 წლის გოგონას მამამ, რომელიც მოკრივეა, მახე დაუგო 47 წლის მამაკაცს, რომელიც მის ქალიშვილს ავიწროვებდა.

კერძოდ, როგორც ირკვევა, 47 წლის მამაკაცი 13 წლის გოგონას სოციალურ ქსელში სწერდა, მისი თანატოლის როლს თამაშობდა და სთხოვდა, რომ მისთვის გაეგზავნა ფოტოები, რომლებზეც შიშველ მდგომარეობაში იყო. ეს მესიჯები გოგონას მშობლებმა ნახეს და მამამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მახე დაეგო.

მოზარდის მამამ 47 წლის მამაკაცს მესიჯებზე პასუხები დაუბრუნა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, თავად გოგონა სწერდა მას. ამ ყველაფრის შემდეგ შეხვედრაც დაუნიშნა, რაზეც მამაკაცი მაშინვე დათანხმდა. როცა ადგილზე მივიდა, გოგონას ნაცვლად დახვდა მამა და მისი ორი მეგობარი, რომელთაგან ყველა მოკრივეა. მოზარდის მამას მისთვის ხელი არ შეუხია, თუმცა, მისმა მეგობრებმა სცემეს.

არსებული ცნობებით, ცემის შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს და დამნაშავე ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ხოლო შემდეგ, არასრულწლოვნის ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ