fbpx
საბერძნეთი

“ჩემთვის კირიაკოს მიცოტაკი აღარ არსებობს!” – ერდოღანის რადიკალური განცხადება, რომელიც პოლიტიკურ კლიმატს კიდევ უფრო ძაბავს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რადიკალური პოზიცია დააფიქსირა. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა: “კირიაკოს მიცოტაკი ჩემთვის აღარ არსებობს!” 

პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები პუტინისა და ზელენსკის მხრიდანაც კი არ გაკეთებულა, ომის ფონზე.

“ამერიკა თავად გადაწყვეტს თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის საკითხებს და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ბერძენ პრემიერთან არ გაივლის,” ამბობს ერდოღანი.

როგორც ჩანს, თურქი პრეზიდენტი არ მალავს თავის გაღიზიანებას მიცოტაკის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, პარალელურად კი, საინფომაციო სააგენტო Anadolu იუწყება, რომ ანკარასა და ათენს შორის სტარტეგიული თანამშრომლობის საბჭო არ გაიმართება.

ერდოღანს აბრაზებს ფაქტი, რომ მიცოტაკიმ ამერიკის კონგრესზე საუბრისას განცხადა, რომ თურქეთს არ უნდა გადაეცეს საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა, თავად თურქეთი და საბერძნეთი შეთანხმებულები იყვნენ, რომ მათ შორის მესამე მხარის საკითხი არ დადგებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ათენის პასუხი შემდეგია:

“პრემიერი კირიაკოს მიცოტაკი მტკიცედ და ეფექტურად იცავს ჩვენს ეროვნულ კანონს და საერთაშორისო ლეგიტიმაციას. საბერძნეთის საგარეო პოლიტიკა მტკიცედ ეფუძნება ისტორიას, საერთაშორისო სამართალს და ალიანსებს, როგორც უნდა აწუხებდეს ეს სხვას.”

onalem

ტესტ