fbpx
საბერძნეთი

სტელიოს როკოსა და ანდრეას გეორგიუს კოცნა X-Factor-ის სცენაზე – ბერძენ მღვდელს საჩივარი შეაქვს

X-Factor-ის სცენაზე სტელიოს როკოსა და ანდრეას გეორგიუს კოცნამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაზე მეტად შეშფოთდა სასულიერო პირი, რომელიც ლარისაში მოღვაწეობს და როგორც ირკვევა, ის კანონის გზით აპირებს მოქმედებას.

მღვდლის თქმით, ეს კადრები უბრალოდ წარმოუდგენელია და შეურაცხყოფს საზოგადოების მორალსა და ღირებულებებს.

“ოჯახი სატელევიზიო გადაცემას საყურებლად არჩევს და დაუჯერებელი კადრების წინაშე დგება. გუშინ ამ ამაზრზენ სპექტაკლს ჩემი არასრულწლოვანი შვილები ადევნებდნენ თვალყურს. წარმოგიდგენიათ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ, ასეთმა რამემ? აუცილებლად მივმართავს სამართლებრივ ქმედებას და საჩივარს შევიტან,” ამბობს ის.

onalem

ტესტ