fbpx
საბერძნეთი

ათენი & თესალონიკი: ყველაფერი, რაც დღეს 17:00 საათზე იკეტება – ნახეთ დეტალურად

ახალი აკრძალვებიდან გამომდინარე, დღეს ათენსა და თესალონიკში, ასევე, ხალკიდიკიში, კონკრეტული დაწესებულებები დაიკეტება 17:00 საათზე.

კერძოდ, მინი მარკეტები, წვრილმანების მაღაზიები, სურსათის მაღაზიები, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტება 17:00 საათზე, რადგან 18:00 საათიდან გადაადგილება იკრძალება.

ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები და კიოსკები.

ასევე, სუპერმარკეტებში ამიერიდან დასაშვებია საბნების, გამათბობლების და ისეთი ნივთების გაყიდვა, რომლებიც უკავშირდება სითბოს მომარაგებას.

შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას გადაადგილებაზე აკრძალვა, 18:00 საათიდან, ძალაშია 15 თებერვლამდე.

onalem

ტესტ