fbpx
საბერძნეთი

“თუ დამატებითი ზომები არ მივიღეთ, მარტში გვექნება 100%-იანი ზეწოლა” – საბერძნეთში კორონავირუსის მესამე ტალღას ელოდებიან

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და სანიტარული ინჟინერიის პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე განაცხადა, რომ ვიმყოფებით კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის საწყის ეტაპზე.

“ამ ეტაპზე მიღებული ზომები ძალიან სწორია, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. საკითხავი ის არის, საჭიროა თუ არა კიდევ სხვა ზომები, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა იყოს მსუბუქი. 

ეს ტალღა თავის პიკს, ლოგიკურად, მიაღწევს მაისის თვეში. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეანიმაციების 100%-იანი გადავსება ანუ ზეწოლა, გვექნება უკვე 21 მარტისთვის, რადგან ახლა საწოლების 65%-ია სავსე. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ მივიღებთ კიდევ დამატებით უსაფრთხოების ზომებს.

17 თებერვლის შემდეგ ყოველდღიური რიცხვები ისევ გაიზრდება. თუ მოსახლეობის 20%-30% იქნება ვაქცინირებული უახლოეს მომავალში, ეს შექმნის მნიშვნელოვან ბარიერს, თუმცა, არ უნდა ვიაროთ პირბადის გარეშე, რადგან საფრთხე მაინც ჩვენ გარშემო იქნება, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ვირუსის გავრცელება, იქნებიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც… შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ როგორც ერს, გვექნება იმუნიტეტი, მაგრამ გვექნება უკეთესი ეპიდმდგომარეობა.”

სარიიანისი აცხადებს, რომ დასაქმებულთა 70% უნდა გადავიდეს ონლაინ მუშაობაზე.

onalem

ტესტ