fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს – ზომების მოხსნა 4 მაისიდან!

საბერძნეთის მთავრობისთვის კრიტიკული შაბათ-კვირა დადგა. კირიკოს მიცოტაკიმ, კოლეგებთან და სოტირის ციოდრასთან ერთად, უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები, თუ როგორ განვითარდება ზომების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი, რომელიც, როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, 4 მაისიდან იწყება.

დღეს პრემიერის სასახლეში 10:00 საათზე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი, პროფესორი სოტირის ციოდრასი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზამანისი და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი.

ამას მოჰყვება შემდეგ ოფიციალური შეხვერა შუადღეს, რომელსაც სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. მთავრობა ამზადებს გეგმას, კონკრეტული თარიღებით, თუ რომელ რიცხვში რა დაწესებულებები დაიწყებენ მუშაობას.

კირიაკოს მიცოტაკის ნათქვამი აქვს, რომ გეგმის კონკრეტულობის მიუხედავად, ის იქნება მოქნილი და მანევრირებადი და დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. ნიკოს ხარდალიასმაც გაუსვა ხაზი იმას, რომ შესაძლოა, გარკვეულ მომენტში საჭირო გახდეს “დამუხრუჭება” ან პირიქით, რადგან კორონავირუსის ქცევა არაპროგნოზირებადია.

როგორც უკვე ცნობილია, ბატონი სოტირის ციოდრასი და ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლისი განიხილავენ საკითხს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდეს.

პრემიერი უახლოეს მომავალში წარადგენს მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმას, თუ როგორ მოიხსნება საბერძნეთში მიღებული ზომები და აკრძალვები.

onalem

ტესტ