fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

“მიცოტაკი საჩუქარია საბერძნეთისთვის” – ბერძენი ისტორიკოსი, ელენი გლიკაძი

როგორც ბერძენმა ისტორიკოსმა, ელენი გლიკაძიმ სტავროს თეოდორაკისთან განაცხადა, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ახლა ქვეყნისთვის ნამდვილი საჩუქარია.

“ჩვენ შეიძლება ვერც გვეპოვა უკეთესი ლიდერი. რაც შეეხება ბატონ სოტირის ციოდრასს, ვისურვებდი, რომ თაობა, რომელიც ახლა იზრდება, მომავალში სწორედ მას დამსგავსებოდეს.”

კირიაკოს მიცოტაკის შესახებ ეს პირველი “ქება-დიდება” არ არის. პრემიერზე უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს და სწორედ მის დროულად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა უმადლოდეს საბერძნეთი, რომ ჯანმრთელობის კრიზისს გაუმკლავდა.

როგორც გერმანული გაზეთი წერს, ვიდრე კორონავირუსი საბერძნეთში შეაღწევდა, ზომები რამდენიმე კვირით ადრე იყო მზად. სწორედ ამიტომ აცხადებდა მთავრობა, რომ ისინი მზად იყვნენ პანდემიასთან თვალის გასასწორებლად. სწორედ ამიტომ იმოქმედეს სწრაფად და ეფექტურად. როგორც კი 26 თებერვალს 38 წლის ბერძენ ქალს, რომელიც მილანიდან იყო ჩამოსული, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მიცოტაკიმ მაშინვე გასცა ბრძანება გაუქმებულიყო ყველანაირი დაგეგმილი კარნავალი და ღონისძიება, მოსახლეობასთან გააგზავნა მესიჯი, რომ სიტუაცია სერიოზულ საფრთხეებს შეიცავდა.

საბერძნეთს კორონავირუსი ყველაზე არასასურველ დროს დაატყდა თავს. 8 წლიანი კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური ძალების თითქმის მეოთხედი დაკარგა. მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთი დაეხმარა საკუთარ უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობასაც. ქვეყანამ, რომელიც “პრობლემატურ ბავშვად” სახელდებოდა, მაგალითი მისცა სრულიად მსოფლიოს, როგორ შეერკინონ მომაკვდინებელ ვირუსს და ის მინიმალური მსხვერპლით დაამარცხონ.

onalem

ტესტ