fbpx
საზოგადოება

ტელევიზორი, ფასიანი არხებით, საკანში და ნათესავების მიტანილი განსაკუთრებული კერძები – მენიოს ფურთიოტი ციხეში

როგორც უკვე ცნობილია, მენიოს ფურთიოტი კორიდალოს ციხეშია მოთავსებული, თუმცა, მას სხვა პატიმრებისგან განსხვავებული პირობები აქვს.

მედიის ინფორმაციით, ფურთიოტის საკანში აქვს ტელევიზორი, ფასიანი არხებით და არ მიირთმევს ჩვეულებრივ საკვებს, ვინაიდან სპეციალური რაციონი სჭირდება, ჯანმრთელობის პრობლემის გამო.

მას მისცეს უფლება, რომ ყოველ კვირას მივიდეს მისივე მიერ არჩეული ნათესავი და მიუტანოს განსაკუთრებლი კერძები, რომლებსაც მაცივარში შეინახავს.

ტელეწამყვანი აცხადებს, რომ ციხეში ყოფნისას 12 კილოგრამი დაიკლო და ახლა 40 კილოგრამს იწონის. ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის საშუალებით გაჟღერდა, რომ ფურთიოტის ჯერ კიდევ 2008 წელს დაუსვეს ნერვული ფსიქოგენური ანორექსიის დიაგნოზი.

ტელეწამყვანის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა.

 

onalem

ტესტ