fbpx
პოზიტივი

ალკისტის პროტოფსალტის კონცერტი ათენის ქუჩებში – მომღერლის “სცენა” სატვირთო მანქანა იყო

ცნობილმა მომღერალმა, ალკისტი პროტოფსალტიმ ათენი კარანტინის ჟამს დადებითი ენერგიით აავსო. მომღერალს სატვირთო მანქანის უკანა ნაწილზე “სცენა” მოუწყვეს და ათენის ქუჩებში, აივნებზე გადმომდგარ ხალხს უმღერა.

ყველაზე ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც “ევანგელისმოს” საავადმყოფოსთან მივიდნენ და სიმღერები მომუშავე პერსონალსა და პაციენტებს მიუძღვნა.

კონცერტი გაზიდან, ტეხნოპოლიდან დაიწყო და უამრავი ქუჩა შემოიარა.

ამის შესახებ ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანისმა საკუთარ გვერდზეც დაწერა.

onalem

ტესტ