fbpx
პოზიტივი

CNN: 10 რამ, რასაც ბერძნები მსოფლიოში ყველაზე უკეთ აკეთებენ

ეპიდემიის შუაგულში ტურისტებს საბერძნეთში ჩამოსვლაზე ფიქრიც არ შეუძლიათ, თუმცა, CNN შთამბეჭდავ სტატიას უძღნის ხმელთაშუაზღვიურ ქვეყანას, რომლითაც ყველა მოხიბლულია. კერძოდ, რას აკეთებენ ბერძნები ყველაზე უკეთ მსოფლიოში?!

  1. სურვილები – ბერძნული ენა საშუალებას იძლევა გამოვხატოთ და ვუსურვოთ ადამიანებს ისეთი რამ, რაც სხვა ენებზე უბრალოდ შეუძლებელია. ამ ენაში არის ისეთი სიტყვები, რომელთა ზუსტად და პირდაპირ თარგმნა ვერ ხერხდება და მხოლოდ ბერძნულად არის გასაგები. მაგალითად: “Να ζησετε”, “Καλη προοδο”, “Καλοριζικο”, “Καλη λευτερια”, “Αξιος”, “Πολυχρονος”.
  2. თევზაობა – როგორც CNN წერს, ეს არის კულტურა, რომლითაც საბერძნეთში ყოფნისას აუცილებლად უნდა ისიამოვნო. უთვალავი კუნძულები, ბრწყინვალე ყურეები და ლაჟვარდოვანი წყალი…
  3. ცივი ყავის კულტურა – მიუხედავად იმისა, რომ უნალექო ცივი ყავა, (φραπέ) საკმაოდ მოძველებულად ითვლება, ტურისტების მიერ მასზე მოთხოვნა არ წყდება. ეს ტრადიციულ სასმელად ითვლება და თითქმის ისეთივე პატივი აქვს, როგორც მუსაკას.
  4. წარსულთან მიჯაჭვულობა – არავინ არ დაობს საბერძნეთის წარსულზე, მაგრამ უცხოელები თვლიან, რომ ქვეყანა განსაკუთრებით არის მიჯაჭვული ისტორიაზე. ანუ სკოლებში ისწავლება ანტიკური ხანა, ბიზანტიური ხანა და ა.შ.
  5. მოწევა – CNN წერს, რომ საბერძნეთში თამბაქოს მოწევის ყველაზე მაღალი ტენდენცია აღინიშნება ევროპაში (37%), თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლოს მიღებული კანონებით, მოწევა აიკრძალა დახურულ სივრცეებში.
  6. სტუმართმოყვარეობა ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელოვნება, აგრძნობინო სხვას, რომ მისი ვიზიტი სასიამოვნოა – ანტიკურ საბერძნეთში სტუმართმოყვარეობა სათნო ქმედებად ითვლებოდა. არსებობდა ღვთიური კანონი უცხოელებთან კარგად მოპყრობის შესახებ და ცოდვად ითვლებოდა მათი შეურაცხყოფა. და ახლაც, ეს ტენდენცია ადგილობრივების განუყრელია ნაწილია.
  7. საზღვარგარეთ სწავლა – როგორც ირკვევა, 38.000-ზე მეტი ბერძენი სწავლობს საზღვარგარეთ. თუმცა, ისინი, ვინც თავიან სფეროში კარიერას იქმნიან და წარმატებას აღწევენ, სამშობლოში იშვიათად ბრუნდებიან.
  8. კარგი კერძები – ახალი ბოსტნეული, ხილი და თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი სამზარეულო საბერძნეთს განსაკუთრებით ეგზოტიკურს ხდის. რა არის უკეთესი, ვიდრე მუსაკა, ძაძიკი, ხორიატიკი და ბევრი სხვა…
  9. აღდგომა – ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები საბერძნეთში აუცილებლად უნდა ნახოთ, განსაკუთრებით კერკირაზე…
  10. ხმაური – უცნაურია, მაგრამ ხმაურს მჭიდრო კავშირი აქვს მოსახლეობის ხასიათთან და ითვლება, რომ ბერძნები საკმაოდ ხმაურიანი ერია. ვარაუდობენ, რომ ჩვევა შეიძლება მეზღვაურებისგან წარმოიშვა, სხვა ვერსიით ეს მამაკაცურობის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. ასეა თუ ისე, ბერძნები ერთმანეთს საკმარისზე მაღალი ტონით ესაუბრებიან.

onalem

ტესტ