fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა წვრილ წითელ ძაფზე დავდივართ” – ნიკოს ხარდალიასი

“ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, სირთულეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და უნდა გითხრათ ყველა თქვენგანს, რომ ჩვენ ახლა წვრილ წითელ ძაფზე დავდივართ და ნებისმიერი არასწორი გადაწყვეტილება ან დაუფიქრებლობა დამღუპველი იქნება.

მე მესმის, რომ ხალხს ათენის გარეთ, საკუთარ სახლებში წასვლა უნდა, მაგრამ ახლა პასუხისმგებლობის გამოჩენის დროა. 

ზომები, რომლებიც მივიღეთ, ახლა მოწმდება და თუ საჭირო იქნება, უფრო დიდხანსაც შენარჩუნდება. მაღაზიები დაკეტილი იქნება 11 აპრილამდე. ასევე, ორი სოფელი, დამასკინია და დრაგასია კიდევ ერთი კვირა იქნება სრულ კარანტინში. 

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რადგან ყოველი დღით, რომელსაც სახლში ვატარებთ და გარეთ არ გამოვდივართ, უფრო ვუახლოვდებით გამარჯვებას და ვიბრუნებთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას,” განაცხადა დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას ნიკოს ხარდალიასმა.

onalem

ტესტ