fbpx
საბერძნეთი

ათენი: 57 წლის მამაკაცი საცურაო აუზზე არასრულწლოვანი გოგონებისთვის ფოტოების გადაღების ბრალდებით დააკავეს

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. პოლიციამ 57 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც საცურაო აუზზე არასრულწლოვან გოგონებს ზურგიდან ფოტოებს უღებდა. მას აღმოუჩინეს სამი ფოტოაპარატი და ორი ვიდეოკამერა.

საჩივარი განყოფილებაში გასულ პარასკევს, 19:00 საათის შემდეგ შევიდა, როდესაც თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ის აუზზე საეჭვოდ მოძრაობდა და გოგონებს უღებდა. საუბარია მეტამოფოსის აუზზე, სადაც ბავშვები, ცხადია, ან საცურაო კოსტიუმებით არიან, ან სპეციალური სპორტული კოსტიუმებით, რომლებიც ცურვისთვის არის განკუთვნილი.

მამაკაცის დაკავების შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა მის სახლშიც ჩაატარა, საიდანაც ამოიღეს ოთხი კომპიუტერი და მეხსიერების ბარათები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა გაირკვეს, რა მიზნით იღებდა მამაკაცი ფოტოებს, თავად აცხადებს, რომ ამ სპორტის დიდი თაყვანისმცემელია და სწორედ ეს არის მიზეზი.

დაკავებული პროკურატურაშია გადაყვანილი, პოლიცია კი, გამოძიებას აგრძელებს, რათა დადგინდეს, ავრცელებდა თუ არა ის აღნიშნულ ფოტოებს რაიმე პლატფორმაზე.

onalem

ტესტ