fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ემიგრანტი ქალი, რომელმაც 11 წლის შვილს 7 სანტიმეტრიანი ჭრილობა მიაყენა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მაშინ დააკავეს, როცა საავადმყოფოში მივიდა შვილის მოსანახულებლად. 11 წლის გოგონას ფეხზე 7 სანტიმეტრიანი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც ბასრი საგნით იყო მიყენებული.

საუბარია ემიგრანტ ქალზე, წარმოშობით ბულგარეთიდან, რომელიც საკუთარ გოგონას დიდი ხანია ფიზიკურად უსწორდება და შეურაცხყოფას აყენებს. ბავშვს ნაკერების დადება დასჭირდა და სწორედ მაშინ გაუმხილა ექიმს, რომ დედამ თეფში ესროლა და სწორედ ასე გაეჭრა ფეხი. ამის შემდეგ ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ბავშვისთვის დათვალიერება ჩაეტარებინა მთელ სხეულზე და აღმოაჩინა, რომ დიდი რაოდენობით დალურჯებები და სისხლჩაქცევები ჰქონდა.

43 წლის ბულგარელ ქალს საავადმყოფოშივე დაადეს ხელბორკილები, რადგან ექიმმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ქალი როდოდის პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო 11 წლის გოგონა ჯერ ისევ პედიატრიულ კლინიკაში რჩება. მასთან მუშაობენ სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

 

onalem

ტესტ