fbpx
საბერძნეთი

დღეს 27 გრადუსი, შუადღიდან კი, უხვი ნალექი და ძლიერი ქარი საბერძნეთში – ამინდის უეცარი ცვლილებები

ახალი კვირა საზაფხულო ამინდით დაიწყო, განსაკუთრებით ატიკის რეგიონში, სადაც ჰაერი დღეს 27 გრადუსამდე გათბება, თუმცა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, შუადღიდან ამინდის რადიკალური ცვლილება გველის.

საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ძირითადად, თესალიაში, ხოლო ტემპერატურა ნელ-ნელა შედარებით დაიკლებს.

ატიკის რეგიონში შუადღემდე მზიანი ამინდი იქნება და ჰაერი 26-27 გრადუსამდე გათბება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტემპერატურა შაბათამდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ნალექიც, რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. აღნიშნულ ფენომენს თან ახლდება ძლიერი სეტყვა, ნალექი იქნება დიდი რაოდენობის, ხოლო ქარი საკმაოდ ძლიერი.

ამინდის გაუარესებას გამოიწვევს ცივი ჰაერის მასების გადაადგილება ჩრდილოეთ ბალკანეთიდან, რომლებიც ეჯახება საბერძნეთში უკვე არსებულ თბილი ჰაერის მასებს, ტერიტორიები კი, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდებიან, არის:

მაკედონია
თრაკი
თესალია
დასავლეთ-ჩრდილოეთ ეგეოსი.

 

onalem

ტესტ