fbpx
საბერძნეთი

“მაღაზიებს ჯერ ვერ გავხსნით, რადგან ახლაც კი, როდესაც დაკეტილია, ფიქსირდება აქტიური გადაადგილება” – სტელიოს პეცას

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის მანძილზე მაღაზიების გახსნა გამოირიცხება. პეცასი აღნიშნულს ასაბუთებს არგუმენტით, რომ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა საკმაოდ დიდია, ხოლო ყოველდღიური მონაცემები არადამაკმაყოფილებელი.

სპიკერი ამბობს, რომ მაღაზიების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ 16 მარტის შემდეგ, თუმცა, ესეც, ცხადია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი იქნება ეპიდმდგომარეობა.

“ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვაჭრობის ამუშავებაა, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია უსაფრთხოების ზომების გარეშე. ახლაც კი, როდესაც მაღაზიები დაკეტილია, ფიქსირდება საკმაოდ აქტიური გადაადგილება. 

მომდევნო ორი კვირა იქნება განსაკუთრებით კრიტიკული და სწორედ ამ პერიოდში გადაწყდება, გაიხსნება თუ არა ისინი მარტის შუა რიცხვებიდან. 

ძალიან ახლოს ვართ უპრეცენდენტო დრამის დასრულებასთან. თუკი ვაქცინაციის პროცესს ამ რეჟიმში გავაგრძელებთ, აპრილი იქნება მასობრივი ვაქცინაციის თვე და აღდგომას უკეთეს მდგომარეობაში შევხვდებით. მოვლენების განვითარებას უნდა მივყვეთ, მაგრამ ვაცხადებ, რომ წლევანდელი აღდგომა არანაირად არ იქნება წინა წლის მსგავსი,” ამბობს პეცასი.

 

onalem

ტესტ