fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრალურ გზებზე კამერები განთავსდა – კონტროლის გაძლიერება და ჯარიმა 200 ევროს ოდენობით

ათენის ცენტრალურ გამზირებზე, იქ, სადაც განსაკუთრებით გადატვირთული მოძრაობაა, განთავსდა კამერები, რომელთა საშუალებითაც კონტროლი გაეწევა კანონდარღვევებს.

ამ ეტაპზე დაყენებულია 12 კამერა და ისინი მიმართულია კონკრეტულად ავტობუსის ხაზზე მოძრაობის გასაკონტროლებლად, რადგან ხშირად ხდება საგზაო წესების დარღვევა სხვა მანქანების მიერ. კამერები დააფიქსირებენ მძღოლებს, რომლებიც შედიან ავტობუსის სავალ ზოლში, სადაც მათთვის მოძრაობა აკრძალულია.

ნებისმიერი დარღვევის შემდეგ ურჩი მძღოლები დაჯარიმდებიან 200 ევროთი, კანონდარღვევა კამერაზე ჩაიწერება და ჯარიმები სახლში გაეგზავნებათ.

კამერები განთავსებულია შემდეგ გამზირებზე:

5 კამერა ვასილისის სოფიას გამზირზე

1 კამერა კიფისიის გამზირზე

3 კამერა მესოგიონის გამზრიზე

3 კამერა ალექსანდრას გამზირზე.

 

onalem

ტესტ