fbpx
საბერძნეთი

იანვარი მიდის და საგაზაფხულო ამინდი თან მიაქვს – ყინვის პირობები მომდევნო დღეებში საბერძნეთში

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ზამთარი თავის სახეს დაგვანახებს და იანვრის თვის გასვლასთან ერთად საგაზაფხულო ამინდებსაც დავემშვიდობებით.

ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა დაეცემა და კვირის ბოლოდან, პარასკევიდან, ყინვის პირობები შეიქმნება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საბერძნეთში.

დღეს ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება. სამხრეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში შუადღიდან მოსალოდნელია მცირე ნალექი, რომელიც მალევე შეწყდება.

წვიმა მოსალოდნელია ხუთშაბათს საბერძნეთის დიდ ტერიტორიაზე, ხოლო თოვა ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონებში, თუ აქამდე ტემპერატურა ნორმალურზე გაცილებით მაღალი იყო, ხუთშაბათიდან დაეცემა 4-5 გრადუსით დაბლა, ვიდრე ეს სეზონისთვის არის დამახასიათებელი.

შაბათ-კვირას მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის ძალაც 7-9 ბალსაც კი მიაღწევს.

ხვალინდელი პროგნოზი გრაფიკულად:

onalem

ტესტ