fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს ევროვიზია 2023-ზე 16 წლის ვიქტორ ვერნიკოსი წარადგენს სიმღერით, What They Say

როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, საბერძნეთს 2023 წლის მუსიკალურ კონკურსზე 16 წლის მომღერალი, ვიქტორ ვერნიკოსი წარადგენს. ევროვიზია 9, 11 და 13 მაისს ლივერპულში გაიმართება, სადაც ახალგაზრდა მომღერალი შეასრულებს სიმღერას, What They Say.

“სიმღერის ჟანრი აერთიანებს მრავალგვარ მუსიკას, ეს არის ემოციური, მაგრამ ამავე დროს სადღესასწაულო ბალადა. ეს არის შინაგანი ფიქრების ჰიმნი და მთლიანად  ჩემია. მე დავწერე, როდესაც 14 წლის ვიყავი, 2021 წლის აპრილში,” ამბობს ბიჭი.

ვიქტორი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, რომელიც ოდესზე აღნიშნულ მუსიკალურ კონკურსზე გამოსულა საბერძნეთის სახელით. ის ათენში დაიბადა და მუსიკით პატარა ასაკიდანვე დაკავდა, ფაქტობრივად, 4 წლიდან.

ვიქტორი ტელეკომპანია ERT-ზე იყო მიწვეული, სადაც ამ ყველაფერზე ისაუბრა:

onalem

ტესტ