fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 28 წლის გოგოს მამაკაცმა პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელა, რადგან 1.000 ევრო არ მისცა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კოსზე მოხდა, 28 წლის გოგონა კი, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, შოკურ მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, ის შანტაჟის მსხვერპლი გახდა მამაკაცისგან, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

კერძოდ, მას მესენჯერის საშუალებით უცხო პროფილიდან მისწერეს, რომ თუ 1.000 ევროს არ გადაიხდიდა, გაუვრცელებდნენ ვიდეოს, რომელზეც მისი პირადი ცხოვრები ამსახველი კადრები იყო აღბეჭდილი. ვინაიდან 28 წლის პედაგოგმა შეტყობინება უარყო და კონტაქტი შეწყვიტა, სულ მალე ეს ვიდეო მისი მეგობრებისა და ახლობლების ტელეფონებში აღმოჩნდა.

როგორც მედია იუწყება, სულ რამდენიმე საათში მას ახლობლები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ზემოთ აღნიშნული შინაარსის ვიდეო მიიღეს. ფსიქოლოგიური შოკის მიუხედავად, გოგონამ მაშინვე მიმართა პოლიციას და საჩივარი შეიტანა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა პოლიცია დამნაშავის ან დამნაშავეთა კვალზე გავიდეს, მოწმდება ყველა შეტყობინება, რომელიც ახალგაზრდა ქალს აქვს მიღებული ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით.

onalem

ტესტ