fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ორი კვირა მის გვამთან ერთად სახლში ვიყავი, მაგრამ არ მომიკლავს” – ხალანდრში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, ხალანდრში 64 წლის ბერძენის მკვლელობის ბრალდებით 56 წლის გერმანელი ქალია დაკავებული. ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცი ცხედრის პოვნამდე ორი თვით ადრე იყო მოკლული. ის საგულდაგულოდ იყო ზეწრებში გახვეული და იქაურობას ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა. დაკავებულის ჩვენებები კი შოკისმომგვრელია:

“მე ის არ მომიკლავს. მიყვარდა. ორი კვირის მანძილზე მის ცხედართან ერთად სახლში ვიყავი. მეშინოდა, რომ მე დამადანაშაულებდით მკვლელობაში, რომელიც არ ჩამიდენია. გვამი ზეწრებში გავახვიე და შევკარი.. მერე ვიფიქრე, გავქრებოდი, მაგრამ ვერ შევძელი.”

ქალი 8 მარტს, პაგრატზე მდებარე სასტუმროში დააკავეს. ასევე შემზარავია ფოტოები, რომლებსაც ის სოციალურ ქსელში დაკავებამდე ორი დღით ადრე დებდა.

ფოტოებზე 64 წლის მამაკაცია მასთან ერთად. ასევე ჩანს, რომ ქალმა ამ ფოტოებთან სანთლები დაანთო.

ის პროკურორის წინაშე 13 მარტს წარდგება.

 

 

onalem

ტესტ