fbpx
საბერძნეთი

სეისმოლოგთა კომიტეტის საგანგებო სხდომა: “არ ვიცით, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა, ამას ბუნება გადაწყვეტს”

“ფენომენი მიმდინარეობის ფაზაშია და მუდმივად ვაკეთებთ ცვლილებების მონიტორინგს. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა, არ ვიცით, ამას ბუნება გადაწყვეტს,” აცხადებს გეოდინამიკური ინსტიტუტის დირექტორი, გერასიმოს პაპადოპულო.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მას შემდეგ, რაც 4,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, სეისმოლოგთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეიკრიბა, რამდენიმე საკითხის განსახილველად. როგორც პაპადოპულო აცხადებს ეს საკითხები შემდეგია:

  • ბოლო პერიოდში ევიას საკმაოდ ფართო ტერიტორია გააქტიურდა სეისმურად და სამხრეთ ევიას გარდა, ბიძგები ფიქსირდება ცენტრალურ ტერიტორიაზეც, რაც ყველაზე ახლოს არის ატიკასთან.
  • დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი ძალიან ახლოს არის ქალაქ ხალკიდას ურბანულ ცეტრთან.
  • ქალაქ ხალკიდას ურბანული ცენტრის მიმართება სხვა მიწისძვრებთან დაკავშირებით.
  • ფსახნას სეისმური ფილა 2003 წელსაც გააქტიურდა, როდესაც 5,5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

ამას გარდა, კომიტეტის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ათენიც, ვინაიდან გამომდინარე იქიდან, რომ მიწისძვრა საკმაოდ საგრძნობი იყო დედაქალაქშიც, აუცილებელი იყო შეფასება, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა, თუმცა, ისინი ამ დასკვნამდე არ მისულან.

onalem

ტესტ