fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი დამსაქმებლის “დაკვეთით” სცემეს და აიძულეს ხელი მოეწერა სამსახურიდან წასვლის ფურცელზე ისე, რომ კომპენსაცია არ აეღო

თესალონიკის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელიც 54 წლის მამაკაცს ეხება. მისი საჩივრის მიხედვით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამის შესახებ თავად კომპანიის უფროსმა აცნობა, რომელშიც მუშაობდა. 31 წლის ქალმა შეატყობინა, რომ მასთან თანამშრომლობა აღარ სურდა და ამავე დროს, წარუდგინა ქაღალდები, რომლებზეც ხელი უნდა მოეწერა.

მამაკაცმა დოკუმენტაციას გადახედა და ნახა, რომ იქ მითითებული პირობები არ შეესაბამებოდა მის ინტერესებს და ზოგადად, არ ექვემდებარებოდა კანონს, შესაბამისად, ხელი არ მოაწერა. სავარაუდოდ, კომპანიის 31 წლის მფლობელს არ სურდა, რომ მისთვის გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი კომპენსაცია გადაეხადა და თავად შეადგინა იმ შინაარსის საბუთი, რაც მის ინტერესებს ემსახურებოდა.

ვინაიდან მამაკაცმა ხელი არ მოაწერა, მას ქალმა ქმარი მიუგზავნა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა და კომპანიაში მისვლის შემდეგ სხვა ადამიანების დახმარებით მას აიძულეს ხელისმოწერა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სულ ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომელთაც ძალადობა, შანტაჟი და მუქარა ედებათ ბრალად.

onalem

ტესტ