fbpx
საბერძნეთი

ციკნოპემპტი საბერძნეთში – დაიშვება თუ არა გამონაკლისები და როგორ შევხვდებით ამ დღეს?!

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთში კარანტინი ოფიციალურად გახანგრძლივდა 8 მარტამდე, ისმის მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა რაიმე გამონაკლისები 4 მარტს, როდესაც ქვეყანაში ციკნოპემპტი უწევს და ჩვეულებრივ, მოსახლეობა ამ დღეს განსხვავებულად აღნიშნავს.

ნიკოს ხარდალიასმა ხაზგასმით განაცხადა, რომ არ იქნება დაშვებული არანაირი გამონაკლისი და გადაადგილებაზე აკრძალვა ამ დღესაც ჩვეულებრივ იმოქმედებს. მოსახლეობამ კვლავ უნდა გამოიყენოს 6 კოდი, რომელსაც აქამდე იყენებდა და გადაადგილების მიზეზის შესაბამისად, გააგზავნოს რომელიმე მათგანი 13033-ზე.

“არსებულ ზომებში რაიმე ცვლილება არ შევა, რადგან როგორც ვიცით, აქტიური მოძრაობა ჩაგვაგდებს რთულ მდგომარეობაში და შესაძლოა უკიდურესად ცუდი შედეგები მოგვიტანოს. მოდით გავატაროთ ეს ხუთშაბათი მხოლოდ ოჯახის გარემოცვაში, მათთან ერთად, ვისთანაც ისედაც გვაქვს შეხება ყოველდღიურად, რომ პანდემია კიდევ ერთხელ არ აფეთქდეს,” განაცხადა ხარდალიასმა.

ამრიგად, გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებს 8 მარტამდე და არცერთი დღე არ არის გამონაკლისი.

onalem

ტესტ