fbpx
საბერძნეთი

კრეტული ბრიამი მსოფლიოს 50 ყველაზე ცუდ კერძს შორის მოხვდა – ის უფრო უარესად ითვლება, ვიდრე ჭიანჭველები!

TasteAtlas აქვეყნებს მსოფლიოში 50 ყველაზე ცუდი კერძის სიას, რომელშიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბერძნული, კერძოდ, კრეტული კერძიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ სიაში ლიდერობენ სკანდინავიური ქვეყნები, რუსეთი, აფრიკა, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცხადია, გაერთიანებული სამეფო, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა გემრიელი სამზარეულოთი.

თუმცა, რომელია ის ბერძნული კერძი, რომელმაც 50 ყველაზე ცუდ კერძს შორის 31-ე ადგილი დაიკავა?! ეს კერძი სოფეღადაა- კრეტული ბრიამი. ეს არის ბოსტნეულის კერძი, რომელიც შეიძლება ნებისმიერი სეზონური ბოსტნეულით დამზადდეს. ჩვეულებრივ, ინგრედიენტებია: გოგრა, წიწაკა, კარტოფილი, ბადრიჯანი, პრასი, პომიდორი და სხვადასხვა სანელებლები. სოფეღადას რეცეპტი არ არსებობს, მას ყველა ისე და იმ პროდუქტებით ამზადებს, რაც აქვთ და რაც სეზონზეა, შესაბამისად, არ სჭირდება განსაკუთრებული კულინარიული უნარები.

რაც ყველაზე უცნაურია, კრეტული ბრიამი ბევრად უარეს კერძად ითვლება, ვიდრე მომზადებული ჭიანჭველები. საუბარია “დელიკატესზე” კოლუმბიიდან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა, უბრალოდ, ჭიანჭველები. მისი მომზადების მეთოდი ასეთია: ჯერ მარილიან წყალში ადუღებენ, შემდეგ კი, 45 წუთის განმავლობაში წვავენ, ფრთებს ხელით აცლიან – ეს ე.წ. დელიკატესი ქვეყნის მრავალ კუთხეში იყიდება, ხოლო ზოგიერთი რესტორანი მას, თავისი, განსაკუთრებული მეთოდით ამზადებს.

onalem

ტესტ