fbpx
საზოგადოება

“საჯაროდ ვუხდი ბოდიშს. მასზე შეყვარებული ვიყავი” – პავლოს ხაიკალის ბოდიში ილიანა არავის სექსუალური შევიწროვებისთვის

ცნობილი მსახიობი, პავლოს ხაიკალისი იმ მამაკაცთა სიაში მოხვდა, რომლებსაც საკუთარი სტუდენტების სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ მსახიობმა, ილიანა არავიმ ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც სწავლობდა, ხაიკალისი მუდმივად ცდილობდა მასთან ურთიერთობას.

არავი ამბობს, რომ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას პავლოს ხაიკალისი გარყვნილი ქმედებით იყო დაკავებული და სთხოვდა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ხაიკალისმა სისი ხრისტიდუსგან ითხოვა, რომ გადაცემაში მიეწვია და საჯაროდ მოეხადა ბოდიში ილიანა არავისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ დამალვა არასწორი საქციელი იქნებოდა:

“ილიანა ჩემი სტუდენტი იყო. მასზე შეყვარებული ვიყავი. როგორც მან თქვა, თავიდან ძალიან თავშეკავებულად გამოვხატავდი გრძნობებს. მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ ჩემი სურვილები დაეკმაყოფილებინა იმისთვის, რომ გამეგზავნა სინჯებზე. ის ყოველთვის ქალბატონი იყო ჩემს წინაშე. თავს მარიდებდა. მაგრამ მე ძველმოდური კაცი ვარ და არ ვნებდებოდი. არასოდეს მიმიყენებია მისთვის, როგორც ქალისთვის, შეურაცხყოფა. მხოლოდ, როცა ტელეფონზე ვსაუბრობდით, შეიძლება კონტროლი დავკარგე, რადგან ჩემი გრძნობების შესახებ ვუთხარი. 

საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მის დედ-მამას, მის ოჯახს. როცა მითხრა, რომ როგორც მამას ისე მიყურებდა, მე გავჩერდი,” ამბობს ხაიკალისი.

onalem

ტესტ