fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ახალშობილი ნაგვის ურნაში იპოვეს, დედა კი საავადმყოფოში დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცით, ეგიოს ტერიტორიაზე ახალშობილი ბავშვი ნაგვის ურნაში იპოვეს. სამწუხაროდ, ჩვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი დედა კი პოლიციამ უკვე დააკავა.

პოლიციის ცნობებით,  ბავშვის დედა 30 წლის ქალია, რომელმაც იმშობიარა, შემდეგ კი ძლიერი სისხლდენით რიოს საავადმყოფოში მივიდა და დახმარება ითხოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლოციაში უცნობმა დარეკა და თქვა, რომ ურნაში გარდაცვლილი ბავშვი იყო, რის შემდეგაც ოფიცრები ადგილზე მივიდნენ და ეს ამბავი დაუკავშირდა ქალს, რომელიც ნამშობიარევი, თუმცა, ბავშვის გარეშე მივიდა საავადმყოფოში.

30 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ჩვილი უკვე გარდაცვლილი დაიბადა და გამომდინარე იქიდან, რომ ის ქორწინებაში არ იყო, მისი გადაგდება გადაწყვიტა, რათა ამბავი მთლიანად დაემალა. მას სოციუმის აზრის ეშინოდა, რადგან შვილი არაკანონიერად ეყოლებოდა.

ამ დროისთვის პოლიცია მისი ნათესავების მოძებნას და დაკითხვას ცდილობს, რათა ზუსტად გაირკვეს, არიდებდა თუ არა ქალი თავს შვილის ყოლას და შეიძლებოდა თუ არა ამ მიზნით მოეკლა.

ასევე, დაგეგმილი ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდება, ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპა თუ მას შემდეგ, რაც მისმა დედამ ნაგვის ურნაში ჩააგდო.

 

onalem

ტესტ