fbpx
საზოგადოება

საქართველოდან 6 თვის წინ წასული ემიგრანტი ქალი გულის შეტევით დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ემიგრანტი ქალის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ ჰქონია და ერთადერთი ვარაუდით, ნერვიულობის ფონზე, გულის შეტევა დაემართა.

ქართველი ქალი იტალიაში მხოლოდ და მხოლოდ 6 თვის წინ წავიდა და ბოლო დღეებში საქართველოში ამანათიც კი გააგზავნა, რომელშიც შვილის დაბადების დღისთვის განკუთვნილი საჩუქრები ეწყო.

როგორც ცნობილია, ბავშვმა დედის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ იცის.

onalem

ტესტ