fbpx
საზოგადოება

ბერძენი სინოპტიკოსები საშიში კლიმატური ფენომენის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში საფრთხის შემცველი კლიმატური ფენომენია მოსალოდნელი.

ამ დრომდე ამინდი საკმაოდ ცვალებადია, მზეს მოღრუბლულობა ცვლის, გუშინ კი ძლიერმა წვიმამ და ჭექა-ქუხილმა მეხის დაცემაც კი გამოიწვია, რასაც ოთხი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

სინოპტიკოსთა ცნობით, ძლიერი წვიმა და შტორმი საღამოს საათებამდე მოსალოდნელია ქვეყნის უმეტეს ნაწილში. წვიმასთან ერთად ნავარაუდევია სეტყვაც.

არსებული ვარაუდით, სანაპირო ზოლები განსაკუთრებით კრიტიკული ტერიტორიებია.

ამავე ინფორმაციით, ფენომენი ღამით შესუსტდება.

 

 

onalem

ტესტ